1.     წესები და პირობები

1.1 წინამდებარე შეთანხმება არეგულირებს ურთიერთობას შპს „სიმულატორს შოპ-ს (ინტერნეტ მაღაზია www.gogps.ge-სა) (შემდგომში „მაღაზია") და მომხმარებელს (შემდგომში „მყიდველი“) შორის.

ღილაკის „ვეთანხმები" დაჭერა, აგრეთვე ვებ-გვერდის მეშვეობით მიღებული ინფორმაციის ან მომსახურების გამოყენება გულისხმობს იმას, რომ მომხმარებელი გამოხატავს თანხმობას წინამდებარე წესებსა და პირობებზე.

1.2 საიტზე რეგისტრაციის დროს მომხმარებელი ვალდებულია წარადგინოს ზუსტი და სრული ინფორმაცია და ცვლილების შემთხვევაში მოახდინოს მისი განახლება.

1.3 საიტზე დარეგისტრირებისას მობილური ტელეფონის ნომრის მითითებით, თქვენ ავტომატურად ეთანხმებით, რომ კომპანიას შეეძლება მითითებული ნომერი გამოიყენოს მარკეტინგული მიზნებისთვის სმს შეტყობინებების და მეილების გამოსაგზავნათ.

იმ შემთხვევაში თუ არ გინდათ მიიღოთ სმს, მეილის ან სატელეფონო შეტყობინებები ჩვენი კომპანიიდან , მომხმარებელმა წერილი-უარი შეტყობინებებზე უნდა მოიწეროს კომპანიის ოფიციალურ მეილზე: gogpspcontact@gmail.com

2.     დაბრუნების პოლიტიკა 

2.1 გამყიდველი არ აგებს პასუხს ზიანზე, რომელიც მიადგა „მყიდველს“ ინტერნეტ - მაღაზიაში შეძენილი საქონლის არასათანადოდ გამოყენების შედეგად.

3.     სხვადასხვა

3.1  „მყიდველი“ პასუხისმგებელია მის მიერ ინტერნეტ-მაღაზიაში რეგისტრაციისას სარწმუნო მონაცემების მითითებაზე. 

3.2  მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისაგან მათი მოვალეობების სრულად ან ნაწილობრივად შეუსრულებლობის გამო, თუ ამგვარი შეუსრულებლობა გამოწვეულია დაუძლეველი ძალის მქონე გარემოებების ზემოქმედებით, საგანგებო ხასიათის მოვლენათა შედეგად, რომელთა გათვალისწინება და თავიდან აცილება მხარეების მიერ შეუძლებელი იყო.

3.3  მყიდველი, თავის მხრივ, იღებს ვალდებულებას მართლზომიერად გამოიყენოს შეძენილი პროდუქცია.

3.4 კომპანია პასუხს არ აგებს GoGps-ის პროდუქციის კანონთან შეუსაბამოდ გამოყენებისას და იმ ზიანზე, რომელიც ამ ფაქტის გამო წარმოიშვება.

3.5 კომპანია იღებს სრულ პასუხისმგებლობას დაიცვას მომხმარებლის პირადი ინფორმაცია და არ გადასცეს ის მესამე მხარეს მომხმარებლის თანხმობის გარეშე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არსებობს ინფორმაციის გაცემის ვალდებულება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 

 საკონტაქტო ინფორმაცია:

 .თბილისიკაკი წერეთლის გამზ: N 116, "დიდუბე პლაზა"

მე-3 სართულიოფისი: 358 

სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი;  10:00 - 17:00

                             

ტელ: (+995) 32 2 500 195

 მობ:  577 98 99 03